ლიეტუვა ქვეყანაში რუსი დიპლომატების რაოდენობას ამცირებს, რის გამოც ოფიციალურმა ვილნიუსმა რუსეთის ელჩს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა
ლიეტუვა ქვეყანაში რუსი დიპლომატების რაოდენობას ამცირებს, რის გამოც ოფიციალურმა ვილნიუსმა რუსეთის ელჩს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ლიეტუვა ქვეყანაში რუსი დიპლომატების რაოდენობას ამცირებს, ამიტომ ოფიციალურმა ვილნიუსმა რუსეთის ელჩს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა.

ინფორმაცია ლიეტუვის საგარეო საქმეტა სამინისტროს გვერდზე გამოქვეყნდა.

ლიეტუვას მთავრობის გადაწყვეტილებით, კლაიპედაში იხურება რუსეთის საკონსულო.

„ლიეტუვა სრულ სოლიდარობას გამოხატავს უკრაინის მიმართ, რომელიც რუსეთის მხრიდან უპრეცედენტო აგრესიიის მსხვერპლია. ამიტომ ვამცირებთ რუსეთის დიპლიმატიურ წარმომადგენლობას“, – განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

საგარეო საქმეთა მინისტრი ბუჩასა და უკრაინელი სამხედროების მიერ გათავისუფლებულ სხვა ქალაქებში არსებულ სიტუაციასაც გამოეხმაუარა.

„ჩვენ შევძლებთ, აღმოვაჩინოთ მეტი მტკიცებულება სასტიკი ომის დანაშაულების შესახებ სხვა ქალაქებში, მათი განთავისუფლების შემდეგ. რუსი სამხედროების მიერ უკრაინაში სამხედრო და კაცობრიობის წინააღდმდეგ ჩადენილ დანაშაულს არ დავივიწყებთ“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.