ლიეტუვა ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს
ლიეტუვა ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ გზას მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი წერს.
„ლიეტუვა საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩატარებული ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ ლეგიტიმურობას არ აღიარებს. ჩვენ ვადასტურებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე კვლავ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზას“, – წერს ლინას ლინკევიჩუსი.