ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებენ
ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებენ. ამის შესახებ ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა მიკრობლოგ „ტვიტერზე“ განაცხადა.
„ლატვიასა და ესტონეთთან ერთად, ლიეტუვამ სანქციები დაუწესა დამატებით 28 პირს, რომლებიც ბელარუსში დემონსტრანტებზე ძალადობას, მათ შორის ბონდარენკოს გარდაცვალებას უკავშირდებიან. თუ სასტიკი მოპყრობა არ შეწყდა, ჩვენ სანქციებს გავაფართოებთ. „ახალი ნორმა“, რომელიც წარმავალმა ხელისუფლებამ წინ წამოწია, არჩევანი არ არის“,- წერს ლინკევიჩუსი.