ლიეტუვა ბელარუსთან საზღვრის 110 კილომეტრიან მონაკვეთის შემოღობვის დასრულებას აპრილისთვის გეგმავს
ლიეტუვა ბელარუსთან საზღვრის 110 კილომეტრიან მონაკვეთის შემოღობვის დასრულებას აპრილისთვის გეგმავს. ინფორმაცის სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ლიეტუვის მთავრობის განცხადებით, ბელარუსთან საზღვრის 100 კილომეტრიანი მონაკვეთის მავთულხლართებით შემოღობვას, რომელიც მიგრანტების შეკავებას ისახავს მიზნად, მიმდინარე თვეს დაიწყება და მომდევნო წლის აპრილის თვეში დასრულდება. მავთულხლართების სიმაღლე 4 მეტრი იქნება. მთავრობის ინფორმაციით, დარჩენილი 400 კილომეტრიანი მონაკვეთის შემოღობვა 2022 წლის სექტემბერში დასრულდება.
მიმდინარე წელს ბალარუსიდან ლიეტუვაში 4 100-ზე მეტი მიგრანტი გადავიდა. ევროკავშირი და ლიეტუვის მთავრობა ბელარუსის ხელისუფლებას მიგრანტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში და ჰიბრიდული ომის წარმოებაში ადანაშაულებს.