ლიეჟში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე 2015 წელს წამების ბრალდებით დაკავებული გიორგი სამუშიაც იმყოფება [ვიდეო]
ლიეჟში მიხეილ სააკაშვილთან დაგეგმილ შეხვედრაზე დასასწრებად იმყოფება გიორგი სამუშია, რომელიც საქართველოში წამების ბრალდებით იყო დაკავებული.
გიორგი სამუშია 2015 წელს წამების ბრალდებით დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მეგის ქარდავას დავალებით, გიორგი სამუშიამ, სხვა პირებთან ერთად, აიძულა მოქალაქე, ეღიარებინა ზუგდიდში ტერორისტული აქტის მოწყობა. გამოძიების ინფორმაციით, ჩაუდენელი დანაშაულის აღიარებაზე უარის თქმის შემდეგ, დაკავებული ავტომანქანით ზუგდიდიდან თბილისში გადაიყვანეს და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში აწამეს. ამავე საქმეზე ასევე ბრალდებულები არიან დათა ახალაია, გიგი კალანდაძე და რომან შამათავა.
მოგვიანებით, გიორგი სამუშიას აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა გირაოთი შეეცვალა.