ლიბიის სანაპიროსთან ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ 60 მიგრანტი გადაარჩინა
ლიბიის სანაპიროსთან ევროპულმა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ 60 მიგრანტი გადაარჩინა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ორგანიზაცია „სოს მედითერნეანმა“ მიკრობლოგ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გაავრცელა.
ოპერაცია ხმელთაშუა ზღვაში, ლიბიის სანაპიროდან 111 კილომეტრის დაშორებით ჩატარდა.
როგორც ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ განაცხადა, კუსტარულად დამზადებულმა ხის ნავმა, რომელშიც მიგრანტები იმყოფებოდნენ, კატასტროფა განიცადა და განგაშის სიგნალი გაგზავნა. გადარჩენილ მიგრანტებს შორის არიან ახალშობილი და სამი წლის ბავშვი.
მიმდინარე წლის ივლისში „სოს მედითერნეანმა“ ორგანიზაციის „ექიმები საზღვრებს გარეშე“ წარმომადგენლებთან ერთად ხმელთაშუა ზღვაში სამაშველო ოპერაციები განაახლა.