ლიბიის სანაპიროებთან 100-ზე მეტი მიგრანტი დაიხრჩო
ლიბიის სანაპიროებთან 100-ზე მეტი მიგრანტი დაიხრჩო

ლიბიის სანაპიროებთან 100-ზე მეტი მიგრანტი დაიხრჩო.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ტრაგიკული შემთხვევა პირველ სექტემბერს მოხდა.

„ექიმების საზღვრების გარეშე“ ავრცელებს ცნობას, რომ 276 გადარჩენილი მიგრანტი ლიბიაში დააბრუნეს.

მათი ცნობით, ახლა იძულებით გადაადგილებული პირები დაკავებულები არიან. გადარჩენილებს არიან ფეხმძიმე ქალი და ბავშვები, რომლებსაც სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნებათ. მათ სამედიცინო დახმარებას ექიმები უწევენ.

ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, წელს ხმელთაშუა ზღვის გადაცურვის მცდელობისას 1500 მიგრანტი დაიღუპა.