ლიბიის სანაპირო ქალაქ დერნაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11 300-მდე გაიზარდა
ლიბიის სანაპირო ქალაქ დერნაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11 300-მდე გაიზარდა

ლიბიის სანაპირო ქალაქ დერნაში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი 11 300-მდე გაიზარდა. ლიბიის სხვა დასახლებულ პუნქტებში კიდევ 170 ადამიანია დაღუპული.

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის (IFRC) ლიბიის ორგანიზაციის ინფორმაციით, 10 100 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. ლიბიის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ძლიერი წვიმების დროს ორი კარშხალი გაირღვა.

დერნას მერმა, აბდელ-მონეიმ ალ-ღაითიმ თქვა, რომ მსხვერპლის რიცხვი შეიძლება, 20 000-მდე ავიდეს, იმ უბნების რაოდენობის გათვალისწინებით, რომლებიც სტიქიამ და კაშხლების გარღვევამ დააზარალა.