ლიბიაში გარდაცვლილ მეზღვაურს, დავით რაზმაძეს საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ
ლიბიაში გარდაცვლილ 23 წლის ქართველ მეზღვაურს, დავით რაზმაძეს საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ.
ქართველი მეზღვაური მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ თურქულ გემზე მუშაობდა. გემი ლიბიის ნავსადგურ მისურატაში იმყოფებოდა, როცა ქართველი მეზღვაური ღამით გემბანიდან გაუჩინარდა.
ფაქტი 7 იანვარს მოხდა, მაგრამ დავით რაზმაძის ახლობლებს მეზღვაურის დაკარგვის შესახებ მხოლოდ 16 იანვარს შეატყობინეს. სამძებრო სამუშაოების შედეგად, მეზღვაურის ცხედარი 21 იანვარს იპოვეს.