ლიბიაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფისზე განხორციელებულ ტერაქტს 16 ადამიანი ემსხვერპლა
ლიბიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფისზე განხორციელებულ ტერაქტს 11 ადამიანი ემსხვერპლა.
დაღუპულთა შორის კომისიის სამი თანამშრომელი და ოთხი სამართალდამცველია. დაშავებულია სულ მცირე ორი ადამიანი. მათ შორის ერთი ქალი.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთმა თვითმკვლელმა ტერორისტმა შენობაში თავი აიფეთქა, რის შემდეგაც შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და ცეცხლი გააჩინეს.
ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა ორი თავდამსხმელის ლიკვიდაცია შეძლეს.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა ამ დროისთვის არავის აუღია.