ლიბიამ მიგრანტების დროებითი განთავსების ცენტრების გახსნაზე უარი თქვა
ლიბიამ მიგრანტების დროებითი განთავსების ცენტრების გახსნაზე უარი თქვა

ლიბიამ მიგრანტების დროებითი განთავსების ცენტრების გახსნაზე უარი თქვა. შესაბამისი ინიციატივით იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო სალვინი გამოდიოდა, რომელიც ლიბიაში ვიზიტით ჩავიდა.

ლიბიის ეროვნული ერთობის მთავრობის მეთაურის მოადგილე აჰმედ მაიტიგმა, იტალიელი მაღალჩინოსნის წინადადება უარყო.

მისი თქმით, ლიბიის ხელისუფლება ქვეყნის ტერიტორიაზე „მიგრანტების ბანაკების“ გახსნის წინააღმდეგია.
თავის მხრივ, იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი კვლავ აცხადებს, რომ მიგრანტების დროებითი განთავსების ცენტრების მოწყობა ლიბიაში, მალიში, ნუგერში, ჩადში და სუდანში აუცილებელია.

მისივე თქმით, აღნიშნულ ცენტრებში მიგრანტების ვინაობის დადგენა უნდა მოხდეს.

იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, წლის დასაწყისიდან დღემდე ლიბიიდან იტალიაში 11 ათასი მიგრანტი ჩავიდა. 2016 და 2017 წლებთან შედარებით იტალიაში ჩასული მიგრანტების რიცხვი 80 %-ით არის შემცირებული. რომმა შარშან ივლისიდან დაიწყო აქტიური ბრძოლა მიგრანტების არალეგალურად გადამყვან პირებთან.

რამდენიმე დღის წინ იტალიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება არ შეუშვას იტალიის პორტებში ჰუმანიტარული ორგანიზაციების Sea-Eye-სა და Lifeline-ის გემები, რომლებზეც ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილი მიგრანტები იმყოფებოდნენ.