ლიბერალების ჯგუფის ლიდერი - ევროპარლამენტში ძალთა ბალანსი შეიცვლება
ევროპარლამენტში ლიბერალ-დემოკრატების ალიანსის ლიდერი გი ვერჰოფსტადტი აცხადებს, რომ არჩევნების შედეგად ევროპარლამენტში პოლიტიკური ბალანსი შეიცვლება.
წინასწარი შედეგების მიხედვით, ლიბერალები ევროპარლამენტში წარმომადგენლობას გაზრდიან და მათ ფრაქციაში, რომელშიც ემანუელ მაკრონის მოძრაობაც შედის, 102 დეპუტატი იქნება.
„პირველად 40 წლის განმვალობაში ორი კლასიკური პარტია – სოციალისტები და ქრისტიან-დემოკრატები უმრავლესობას ვერ მიიღებენ. ეს ნიშნავს, რომ მემარჯვენე-ცენტრისტული უმრავლესობა, ჩვენი ცენტრისტული ჯგუფის მონაწილეობის გარეშე ვერ შედგება. ეს ისტორიული დღეა, რადგან ევროპარლამენტში პოლიტიკური ძალების ბალანსი შეიცვლება“, – განაცხადა ვერჰოფსტადტმა.
წინასწარი პროგნოზით, ლიბერალები ევროპარლამენტში 102 ადგილს მიიღებენ.