ლიბანში არჩევნები იმართება

08:51, 06.05.2018
Government election officials carry ballot boxes which will be located in polling stations ahead of the country's May 6 parliamentary election, in Beirut, Lebanon, May 5, 2018. REUTERS/Mohamed Azakir

Government election officials carry ballot boxes which will be located in polling stations ahead of the country's May 6 parliamentary election, in Beirut, Lebanon, May 5, 2018. REUTERS/Mohamed Azakir

9-წლიანი პაუზის შემდეგ, ლიბანში არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის შვიდ საათზე გაიხსნა. წინასწარი პროგნოზებით, პარლამენტში სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები მოხვდებიან, რომელთაც კოალიციური მთავრობის ფორმირება მოიწევთ. არჩევნებში ლიბანის პრემიერ-მინისტრ საიდ ალ-ჰარირის პოლიტიკური მოძრაობაც მონაწილეობს.

საერთაშორისო მეთვალყურეების შეფასებით, წინასაარჩევნო პერიოდმა ლიბანში მნიშვნელოვანი ინციდენტებისა და ხარვეზების გარეშე ჩაიარა.

კენჭისყრის პირველი წინასწარი შედეგები დღეს, ღამით გახდება ცნობილი.

მსგავსი