9-წლიანი პაუზის შემდეგ, ლიბანში არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის შვიდ საათზე გაიხსნა. წინასწარი პროგნოზებით, პარლამენტში სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები მოხვდებიან, რომელთაც კოალიციური მთავრობის ფორმირება მოიწევთ. არჩევნებში ლიბანის პრემიერ-მინისტრ საიდ ალ-ჰარირის პოლიტიკური მოძრაობაც მონაწილეობს.
საერთაშორისო მეთვალყურეების შეფასებით, წინასაარჩევნო პერიოდმა ლიბანში მნიშვნელოვანი ინციდენტებისა და ხარვეზების გარეშე ჩაიარა.
კენჭისყრის პირველი წინასწარი შედეგები დღეს, ღამით გახდება ცნობილი.