ლიბანში აცხადებენ, რომ ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად ოცდაერთი ადამიანი დაიღუპა
ლიბანში აცხადებენ, რომ ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად ოცდაერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
თავდასხმა ბექაას ხეობაში განხორციელდა, რის შედეგადაც ასევე 47 ადამიანია დაშავებული.
ამასთან, ისრაელში აცხადებენ, რომ ლიბანში იერიში ხორციელდება „ჰეზბოლას“ პოზიციებზე.
შეგახსენებთ, 27 სექტემბერს ისრაელმა „ჰეზბოლას“ ცენტრალურ შტაბ-ბინაზე იერიში მიიტანა. შედეგად ლიკვიდირებულია „ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა.