ლიბანის საზღვართან დაძაბულობის ფონზე ისრაელის ხელისუფლება რეზერვისტების რაოდენობას 50 000-ით ზრდის
ლიბანის საზღვართან დაძაბულობის ზრდის ფონზე ისრაელის ხელისუფლება რეზერვისტების რაოდენობას 50 000-ით ზრდის.
ისრაელის თავდაცვის ძალები აქამდე უფლებამოსილი იყო, საჭიროების შემთხვევაში გამოეძახებინა 300 000 რეზერვისტი, ახლა კი 350 000 რეზერვისტის გამოძახება გახდება შესაძლებელი.
ისრაელის მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ძალაში იქნება მიმდინარე წლის პირველ აგვისტომდე.
ღაზის სექტორში ომის ფონზე ისრაელის თავდაცვის ძალებმა გამოიძახა 287 000 რეზერვისტი, რომელთაგან ბევრი მოვალეობის შესრულებისგან უკვე გაათავისუფლეს. ეს იყო რეზერვისტების ყველაზე დიდი გამოძახება ისრაელის ისტორიაში. ლიბანის საზღვართან ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი „მომზადებულია უკიდურესად ძლიერი მოქმედებისთვის ჩრდილოეთში“.