ლიბანის პატრიარქი, უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების დაცვით, საუდის არაბეთს სტუმრობს. ვიზიტის მიზეზი ორ ქვეყანას შორის გაჩენილი დაძაბულობაა. ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ლიბანი ირანსა და საუდის არაბეთს შორის კრიზისში ფრონტის ხაზზე მოაქცია.
პატრიარქი ბეშარა ალ-რაი ლიბანში მარონიტული ეკლესიის წინამძღვარია. რომაული კათოლიკური ეკლესიის ეს აღმოსავლური განშტოება ლიბანში, სირიასა და კვიპროსშია გავრცელებული. ლიბანში მარონიტების რაოდენობა დაახლოებით 900 000-ს შეადგენს, რაც ქვეყნის მოსახლეობის მეოთხედია.
საუდის არაბეთში არამუსლიმი უმაღლესი სასულიერო პირის ვიზიტი იშვიათობას წარმოადგენს. ისინი სხვა რელიგიების პრაქტიკას არ მიესალმებიან, თუმცა ბოლო დროს დანარჩენი მსოფლიოს მიმართ მეტი ღიაობის სურვილს გამოთქვამენ.
საად ჰარირის გადადგომის შემდეგ, ეს ლიბანიდან ოფიციალური წარმომადგენლობის პირველი ვიზიტია ერ-რიადში.