ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ისრაელის მხრიდან საჰაერო თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, 16 დაშავდა
ლიბანის აღმოსავლეთ ნაწილში ისრაელის მხრიდან საჰაერო თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი მცირეწლოვანი. ამის შესახებ ინფორმაციას ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ამასთან, გავრცელებული ცნობით, თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ისრაელში კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 90 რაკეტა გაუშვეს, რომელთაგან ერთი-ერთი ქალაქ ხაიფასთან ახლოს ჩამოვარდა. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.