ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის მიერ ბეირუთზე თავდასხმისას 18 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, 92 კი დაშავდა
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ისრაელის მიერ ბეირუთზე თავდასხმისას 18 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია, სულ მცირე, 92 ადამიანი.
მათივე თქმით, თავდასხმების სამიზნე ჰეზბოლას ერთ-ერთი ლიდერი იყო.
„როიტერის“ ინფორმაციით, სულ მცირე ერთი დარტყმა განხორციელდა ბეირუთის ცენტრში, მჭიდროდ დასახლებულ საცხოვრებელ უბანში მდებარე ბენზინგასამართ სადგურთან ახლოს.