ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო - ბეირუთში ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა, დაშავებულია 68 პირი
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო - ბეირუთში ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა, დაშავებულია 68 პირი

ბეირუთში ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა, დაღუპულთა შორის რამდენიმე ბავშვი და ქალია. ამის შესახებ ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს.

მთელი დღის განმავლობაში ადგილზე მაშველები მუშაობდნენ. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმას, რომელიც მჭიდროდ დასახლებულ უბანში მოხდა, სულ მცირე, 37 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 68 დაშავდა.

შეგახსენებთ, რომ 20 სექტემბერს ისრაელმა საჰაერო იერიში მიიტანა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე. თავდასხმის დროს მოკლეს „ჰეზბოლას“ ელიტური დანაყოფის, „რადვანის“ ერთ-ერთი მეთაური იბრაჰიმ აქილი და მებრძოლთა ჯგუფი. სავარაუდოდ, ისინი ამზადებდნენ თავდასხმას სახელწოდებით „გალილეის დაპყრობა“, რომლის ფარგლებში „ჰეზბოლა“ აპირებდა ისრაელის დასახლებებში შეღწევას და მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვას.