ლევან ყიფიანის 9 ოქტომბრის ჩვენების საფუძველზე, გამოკითხვაზე შესაძლოა, კიდევ რამდენიმე პირი დაიბარონ
საქართველოს სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის მიერ 9 ოქტომბერს მიცემული ჩვენების საფუძველზე, მთავარმა პროკურატურამ შესაძლოა, კიდევ რამდენიმე პირი გამოკითხოს.
როგორც პირველ არხს საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს, საქმეზე გამოიკითხება ყველა ის პირი, ვინც შესაძლოა, ფლობდეს გამოძიებისთვის საჭირო და მნიშვნელოვან ინფორმაციას.
მთავარ პროკურატურაში ჯერ არ აკონკრეტებენ იმ პირთა ვინაობას, რომლებიც შესაძლოა, გამოკითხვაზე დაიბარონ.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ლევან ყიფიანის 9 ოქტომბრის ჩვენება გუშინ გამოაქვეყნა.