ლევან თევზაძე - თუ დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ გავართმევ, თანამდებობიდან გადავდგები
„იმ შემთხვევაში თუ მე დავინიშნები ამ თანამდბობაზე, დღესვე მივმართავ საბჭოს გადადგომის შესახებ განცხადებით, რომ დაიწყოს მუშაობა ახალი წევრის შერჩევის საკითხზე”,- ამის შესახებ განცხადება სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან თევზაძემ საბჭოში გასაუბრების დროს განაცხადა.
მისივე თქმით, მას კანონი არ აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ საბჭოს წევრობის პარარელურად პალატის თავმჯდომარე იყო.
ლევან თევზაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მას საბჭოში საქმიანობის ერთწლიანი ვადა აქვს დარჩენილი, ის მზად არის სასურველი შედეგის მისაღებად გადავიდეს სააპელაციო სასამართლოში.
ლევან თევზაძე პირობას დებს, რომ მისი არჩევის შემთხვევაში, თუ ვერ გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას, ის პოსტიდან გადადგება.
ლევან თევზაძემ სააპელაციო სასამართლოში მთავარ გამოწვევად საქმეთა დიდი ნაკადი და გადატვირთულობა დაასახელა.
სააპელაციო სასამართლოს სიახლის სამართლის პალატის თავმჯდომარის თანამდებობაზე სამი კანდიდატია წარდგენილი – ლევან თევზაძე, ვეფხია ლომიძე და გოჩა ჯეირანაშვილი.