ლევან თარხნიშვილი - მე პირადად მაინტერესებს ის ადამიანები, რომლებიც იმყოფებიან დღეს საქართველოში და ფიზიკურად მონაწილეობენ ამ პროცესში
მე პირადად, მაინტერესებს ის ადამიანები, რომლებიც იმყოფებიან დღეს საქართველოში და ფიზიკურად მონაწილეობენ ამ პროცესში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლევან თარხნიშვილმა განაცხადა.
ჟურნალისტებმა თარხნიშვილს ჰკითხეს, არის თუ არა განხეთქილების საგანი მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი ოპოზიციის გეგმებში და ამ საკითხზე ოპოზიციონერებს შორის ცხარე კამათი. თარხნიშვილის თქმით, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ოპოზიციის ერთიანობა შენარჩუნებულია.
„ის ადამიანები, მიუხედავად ჩემი ღრმა პატივისცემისა, ან არაღრმა პატივისცემისა, რომლებიც იმყოფებიან ქვეყნის გარეთ, ამ პროცესში ისე აქტიურად ვერ მონაწილეობენ. შესაბამისად, ფაქტორები არიან, მაგრამ ამათზე მსჯელობას ნამდვილად არ ვაპირებ, რადგან გადაწყვეტილებას იღებენ ის ადამიანები, რომლებიც ვიკრიბებით ამ ოფისში, რომლებიც ხვალ შევიკრიბებით „ლეიბორისტების“ ოფისში. ის, რომ მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ერთიანობა შენარჩუნებულია, ამის მაგალითია დღევანდელი შეხვედრა და ამის მაგალითი იქნება ხვალინდელი შეხვედრა“,- განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.