ლევან სილაგავა - წისქვილკომბინატები ვალდებულებას იღებენ, ადგილობრივი ხორბალი თვითღირებულების ფასად, დაახლოებით 70 თეთრის ფარგლებში ჩაიბარონ
ლევან სილაგავა - წისქვილკომბინატები ვალდებულებას იღებენ, ადგილობრივი ხორბალი თვითღირებულების ფასად, დაახლოებით 70 თეთრის ფარგლებში ჩაიბარონ

წისქვილკომბინატები ვალდებულებას იღებენ, ადგილობრივი ხორბალი თვითღირებულების ფასად, დაახლოებით 70 თეთრის ფარგლებში ჩაიბარონ, – ამის შესახებ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორმა, ლევან სილაგავამ განაცხადა.

ლევან სილაგავას თქმით, ქვეყანაში იმპორტირებულ ფქვილზე დროებით საიმპორტო საფასურის დაწესება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რადგან ამ გადაწყვეტილების ძირითადი აქცენტი ის არის, რომ, ფაქტობრივად, ბაზარზე კონკურენციის პირობები თანაბრდება.

„ქვეყანაში იმპორტირებულ ფქვილზე დროებით საიმპორტო საფასურის დაწესება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, იქიდან გამომდინარე, რომ არის სამმხრივი ეფექტის მომტანი. პურის ფასთან მიმართებით კითხვის ნიშნები არ არსებობს. დღეს არის ის სიტუაცია, როდესაც წისქვილკომბინატებს აქვთ საშუალება, ამუშავების პირობებში პირველი ხარისხის ფქვილი ფიქსირებულ ფასად, დაახლოებით 53 ლარის ფარგლებში მიაწოდონ პურის ქარხნებს, რომლებიც სოციალურ პურს აცხობენ, რაც უზრუნველყოფს პურის ფასის შენარჩუნებას.

აგრეთვე, წისქვილკომბინატები ვალდებულებას იღებენ, წინა მოსავლის ადგილობრივი ხორბალი მიიღონ, სულ მცირე, თვითღირებულების ფასად, რომელიც ფერმერებისთვის იქნება ძალიან დიდი შვება. ერთი კილოგრამი დაახლოებით 70 თეთრის ფარგლებში იქნება და, შესაბამისად, ეს უზრუნველყოფს იმ მოცემულობებისგან გათავისუფლებას, რომელიც დღეს დატვირთულია. მნიშვნელოვანია, რომ ეს არის ის შესანახი მეურნეობები, რომელიც გასათავისუფლებელია, რადგან უკვე დაწყებულია მოსავლის აღება. შესაბამისად, ეს მნიშვნელოვანია ახალი ხორბლის მოსავლის მიღებასთან დაკავშირებით. ამ გადაწყვეტილების ძირითადი აქცენტი ის არის, რომ, ფაქტობრივად, კონკურენციის პირობები ბაზარზე თანაბრდება.

ჯერ კიდევ ორი წლის წინ სამეზობლოში შემოღებულ იქნა ფქვილისა და ხორბლის იმპორტზე ასიმეტრიული გადასახადები. სწორედ ამან გამოიწვია დისბალანსი და წისქვილების გაჩერება, ყველა პრობლემა, რომელიც შეიქმნა საქართველოს ბაზარზე. შესაბამისად, შემოღებული იქნება გადასახადი, ანუ საპიწრონედ, ვთქვათ, იმ გადასახადის, რომელიც იქნება საექსპორტო რუსეთიდან და აქედან გამომდინარე, გათანაბრებულ, კონკურენციის პირობებში უკვე წისქვილებს მიეცემათ საშუალება, იმუშაონ და კონკურენციაში შევიდნენ ფქვილის იმპორტთან.

შეგახსენებთ, 2021 წლამდე, ვიდრე გადასახადები იყო ნულოვანი, ანუ ერთნაირი გასასახადები იყო ბაზარზე წარმოდგენილი, იყო 98% პირველი ხარისხის, უმაღლესი და ყველა ხარისხის ადგილობრივი წარმოების ფქვილი და მხოლოდ ორი პროცენტი იყო იმპორტირებული. ამ პირობების დაბრუნება უზრუნველყოფს ბაზრაზე ჯანსაღ კონკურენციას.

ეფექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მომხმარებელი ღებულობს ფასს, რომელიც შესაბამისობაშია დღევანდელ მოთხოვნასთან და არ გაიზრდება. წისქვილკომბინატები მუშაობენ და თავისთავად სამუშაო ადგილები, შენატანები საბიუჯეტო და ასე შემდეგ, მათ შორის ქატო და მეცხოველობა უზრუნველყოფილია. ამასთან, დამატებით უზრუნველყოფილია ადგილობრივი ხორბლის მიღება, ახალი მოსავლისთვის მზადება და ჩაბარება, რაც ბაზრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ლევან სილაგავამ.