ლევან სამუშია - ჩვენი პარტიის თავმჯდომარე გამოვიდა ინიციატივით, რომ შეიქმნას ბარიერგადალახული პარტიებისგან სახალხო პარლამენტი, სადაც იქნება მსჯელობა და კავშირები დასავლელ პარტნიორებთან
„ძლიერი საქართველოს“ გეგმაა დასავლელ პარტნიორებთან მაქსიმალური ურთიერთობა და ინფორმაციის მიწოდება, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ლევან სამუშიამ „დღის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, „ძლიერი საქართველოსთვის“ გეგმაა სიების ჩახსნა და რომ არ მოხდება მე-11 მოწვევის პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მიცემა.
„მე შემიძლია გითხრათ, რომ „ძლიერი საქართველოს“ გეგმა არის დასავლელ პარტნიორებთან მაქსიმალურად ურთიერთობა, მაქსიმალურად მიწოდება ინფორმაციის. ასევე, „ძლიერი საქართველოს” გეგმაა ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიებიდან სიების ჩახსნა და ლეგიტიმაციის არმიცემა პარლამენტისთვის და პარლამენტში არშესვლა. „ძლიერი საქართველო“ რჩება ამ გეგმის ერთგულად. „ძლიერი საქართველოს“ თავმჯდომარე გამოვიდა ინიციატივით, რომ შეიქმნას ამ ბარიერგადალახული და ხმაწართმეული პარტიებისგან სახალხო პარლამენტი, სადაც იქნება მსჯელობა, ურთიერთობა და კავშირები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, სადაც იქნება ქვეყნის საკითხებზე აქცენტირება და, ასევე, მთავარია, ჩატარდეს ქვეყანაში ხელახალი საპარლამენტო არჩევნები“, – განაცხადა ლევან სამუშიამ.