ლევან სამუშია - არჩილ თალაკვაძეს არ აპატიეს შეთანხმება და დაატოვებინეს თანამდებობა
„ლელოს“ წევრი ლევან სამუშაო აცხადებს, რომ არჩილ თალაკვაძეს არ აპატიეს ოპოზიციასთან შეთანხმების გაფორმება და დაატოვებინეს თანამდებობა.
როგორც ლევან სამუშაიმ აღნიშნა,შარლ მიშელის შეთანხმება „ქართული ოცნებისთვის“ ნიშნავს მარცხს.
„ამ შეთანხმებით „ოცნებამ“ აღიარა, რომ ქვეყანაში არის პოლიტპატიმრები. ამ შეთანხმებით უკვე შესაძლებელი გახდა და რეალურია ვადამდელ არჩევნებამდე მისვლა, არ აპატიეს არჩილ თალაკვაძეს შეთანხმება და დაატოვებინეს თანამდებობა. მას არ აპატიეს ის, რომ აღიარებულია უკვე საქვეყნოდ პოლიტპატიმრების არსებობა. „ოცნებისთვის“ ეს შეთანხმება ნიშნავს წაგებას და ამ შეთხვევაში რას გააკეთებს, როგორ გააკეთებს და რა გადაგდებებს ჩაიდენს, მე ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ. ჩვენ გვახსოვს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წარმოუდგენელი დემარში გააკეთა და არ მივიდა ჩვენს ფასილიტატორ ელჩებთან, ვინაიდან მათ არ აწყობდათ შეთანხმება, მაგრამ მოუწიათ ამის გაკეთება. არჩილ თალაკვაძეს, როგორც მოლაპარაკების პროცესში წარმომადგენელს, ხელი შეაწმინდეს, თუ მას დააბრალეს, ეს უკვე ცალკე საკითხია და ცალსახაა, რომ „ოცნებამ“ და ივანიშვილმა არ აპატია მიღწეული შეთანხმება“, – განაცხადა სამუშიამ.
არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დღეს დატოვა.