ლევან რატიანი - კორონავირუსთან ბრძოლის განმავლობაში, ჩვენმა კლინიკამ გაატარა 154 დადასტურებული შემთხვევა, აქედან 95 პაციენტი გვყავს გაწერილი
რაც დავიწყეთ კორონაინფექციასთან ბრძოლა, ჩვენმა კლინიკამ გაატარა 154 დადასტურებული შემთხვევა, აქედან 95 პაციენტი გვყავს გაწერილი, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა განაცხადა.
როგორც ლევან რატიანმა აღნიშნა, ამ ეტაპზე კლინიკაში 78 პაციენტია, აქედან 58 არის დადასტურებული შემთხვევა, ერთი გამოჯანმრთელებული ეწერება.
„დაახლოებით 11 პასუხს ველოდებით განმეორებით და დღის მეორე ნახევარში ვნახოთ, რა შედეგს მივიღებთ. რეანიმაციაში მყოფი პაციენტები, რომლებიც იყვნენ კორონადადებითები, ორჯერადად ჩატარებული კვლევის შედეგად სამივე მათგანს კორონავირუსი არ დასტურდება. გუშინ გითხარით, რომ ერთი პაციენტი, რომელიც იყო ახალგაზრდა, 46 წლის, მოხსნილია აპარატიდან და თერაპიულ განყოფილებაშია ჩაყვანილი და მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. ახალი შემთხვევა გვყავს ორი პაციენტი, ველოდებით მათ პასუხებს, სწრაფი, პირველადი ტესტებით მათი პასუხი დადებითია და ვნახოთ, რა პასუხებს მივიღებთ ლუგარიდან. დანარჩენის შემთხვევაში მინდა გითხრათ, რომ უარყოფითი ჩვენება არც ერთ პაციენტთან არ დასტურდება“, – განაცხადა ლევან რატიანმა.