ლევან ქარუმიძე - რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი ნონსენსია, ასეთი დისკუსია ვერასდროს გაიმართება, თუ არ მოხდება საქართველოს სრული დეოკუპაცია
ლევან ქარუმიძე - რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი ნონსენსია, ასეთი დისკუსია ვერასდროს გაიმართება, თუ არ მოხდება საქართველოს სრული დეოკუპაცია

უმრავლესობის წევრი ლევან ქარუმიძე მიიჩნევს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი ნონსენსია და ამ საკითხზე საუბარი ვერ მოხდება, თუ რუსეთი სამუდამოდ არ დატოვებს საქართველოს ტერიტორიებს.

ლევან ქარუმიძე სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ მეშვეობით ეხმაურება სერგეი გავრილოვის ვარაუდს, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობებიც აღდგება.

„ნონსენსია. ასეთი დისკუსია ვერასოდეს გაიმართება, თუ არ მოხდება საქართველოს სრული დეოკუპაცია და რუსეთი სამუდამოდ არ დატოვებს ჩვენს ტერიტორიებს“, – წერს ქარუმიძე „ტვიტერზე“.