ლევან ქარუმიძე - „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალურ მოძრაობას“ 92 472 ხმით აჯობა და ეს მყარი გამარჯვებაა
ლევან ქარუმიძე - „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალურ მოძრაობას“ 92 472 ხმით აჯობა და ეს მყარი გამარჯვებაა

„ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალურ მოძრაობას“ 92 472 ხმით აჯობა და ეს მყარი გამარჯვებაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროკავშირთან ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილემ, ლევან ქარუმიძემ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

„საქმის გასამარტივებლად. საქართველოში მეორე ტურის 985 186 ხმიდან, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო 538 829 ხმა, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი 446 357 ხმა. განსხვავება არის 92 472 ხმა (10.3 პროცენტი) და ეს მყარი გამარჯვებაა ქალბატონებო და ბატონებო“, – წერს ლევან ქარუმიძე.