ლევან ქარუმიძე - ვარჰეისგან ძლიერი გზავნილები მოვისმინეთ, სამართლიანი მიდგომა უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით რიგი ევროპელი პოლიტიკოსების სამწუხარო გზავნილების შემდეგ, მადლობა, კომისარო
ლევან ქარუმიძე - ვარჰეისგან ძლიერი გზავნილები მოვისმინეთ, სამართლიანი მიდგომა უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით რიგი ევროპელი პოლიტიკოსების სამწუხარო გზავნილების შემდეგ, მადლობა, კომისარო

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან ქარუმიძემ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ევროინტეგრაციის მხარდამჭერი გზავნილებისთვის მადლობა გადაუხადა.

ლევან ქარუმიძის თქმით, სამართლიანი და დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომა დღეს უმნიშვნელოვანესია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის.

„დიდი მადლობა, კომისარო. ოლივერ ვარჰეისგან საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ძლიერი გზავნილები მოვისმინეთ პრესკონფერენციაზე. სამართლიანი და დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომა დღეს უმნიშვნელოვანესია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის. განსაკუთრებით რიგი ევროპელი პოლიტიკოსების მიერ ბოლო დროს გაჟღერებული სამწუხარო გზავნილების შემდეგ“, – წერს ლევან ქარუმიძე „ტვიტერის“ გვერდზე.