ლევან ქარუმიძე ჰელსინკის კომისიას პასუხობს - ქართველმა ხალხმა ხმა მისცა ამ ხელისუფლებას, იგივე გააკეთა ქართველმა ხალხმა ოთხი წლის, რვა წლის და 12 წლის წინაც
„ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან ქარუმიძე ჰელსინკის კომისიის განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ „ქართველი ხალხი მუდმივად აძლევდა ხმას ევროპული ოჯახის წევრობას. მათმა მთავრობამ პატივი უნდა სცეს მათ ხმას და მათ არჩევანს“.
როგორც ქარუმიძე წერს, ნამდვილად ასეა და 26 ოქტომბერსაც ქართველმა ხალხმა ხმა მისცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას.
„დიახ, ნამდვილად! ასევე ქართველმა ხალხმა ხმა მისცა ამ ხელისუფლებას. იგივე გააკეთა ქართველმა ხალხმა ოთხი წლის წინ. და რვა წლის წინ. და იცით რა? ქართველმა ხალხმა ხმა მისცა ამ ხელისუფლებას 12 წლის წინაც!”, – წერს ქარუმიძე სოციალურ ქსელში.