ლევან ქარუმიძე - აღსანიშნავია ის დადებითი განწყობები და მტკიცე მხარდაჭერა, რაც საქართველოს აქვს არა მხოლოდ ეროვნულ დონეზე, არამედ ზოგადად ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში
ლევან ქარუმიძე - აღსანიშნავია ის დადებითი განწყობები და მტკიცე მხარდაჭერა, რაც საქართველოს აქვს არა მხოლოდ ეროვნულ დონეზე, არამედ ზოგადად ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში

აღსანიშნავია ის დადებითი განწყობები და მტკიცე მხარდაჭერა, რაც საქართველოს აქვს არა მხოლოდ ეროვნულ დონეზე, მაგალითად ბელგიის სამეფოში, არამედ ზოგადად ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან ქარუმიძემ განაცხადა, რომელიც ბრიუსელში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

მისი განცხადებით, მას შემდეგ რაც საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადი გააკეთა, სიმბოლურია, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მეთაურობით, პირველი ვიზიტით ბრიუსელს ეწვია.

„მას შემდეგ, რაც ჩვენმა ქვეყანამ ოფიციალური განაცხადი გააკეთა ევროკავშირის წევრობაზე, სიმბოლურია, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მეთაურობით პირველი ვიზიტით ბრიუსელს ეწვია. რა თქმა უნდა, ეს არ არის შემთხვევითი, რადგან ჩვენ ძალიან კარგად გვესმის შექმნილი რთული გეოპოლიტიკური ვითარება და ის უზარმაზარი რისკები და გამოწვევები, რის წინაშეც დგას დღეს საქართველო. ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადი, რომლისთვისაც ჩვენ 2020 წლიდან ვემზადებოდით, უკვე გაკეთებულია. ახლა ჯერი ევროკავშირზეა. ჩვენ კი ახალი შემართებით ვაგრძელებთ ასოცირების შეთანხმების შესრულებას და საჭირო რეფორმების გატარებას“,- განაცხადა ლევან ქარუმიძემ.