ლევან მურუსიძე - როგორც მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, სააკაშვილის საქმეზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო მიიღებს სწორ, კანონიერ გადაწყვეტილებას
დარწმუნებული ვარ, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო მიიღებს სწორ და კანონიერ გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, როგორც მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ამ საქმესთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გააკეთებს.
„მიხეილ სააკაშვილის საქმე იხილება სასამართლოში. მე, როგორც მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ამ საქმესთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. ერთ რამეში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, სასამართლო მიიღებს სწორ და კანონიერ გადაწყვეტილებას. პიროვნულად, მე ამასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, რადგან აღნიშნული საქმე იხილება სასამართლოში“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.