ლევან მურუსიძე - ჩემზე მას შემდეგ დაიწყეს საუბარი, რაც სასამართლოს ლიდერად ჩამოვყალიბდი
ლევან მურუსიძე - ჩემზე მას შემდეგ დაიწყეს საუბარი, რაც სასამართლოს ლიდერად ჩამოვყალიბდი

მე არ ვარ ისტორიაში პირველი შემთხვევა, ვისაც უსამართლოდ ჩაგრავენ, – ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

როგორც ლევან მურუსიძემ აღნიშნა, ის პრობლემა გახდა მაშინ, როდესაც სასამართლოს რეალურ ლიდერად ჩამოყალიბდა.

„ჩემ შესახებ მას შემდეგ დაიწყეს ლაპარაკი, როცა სასამართლოს ლიდერად ჩამოვყალიბდი, რომელსაც სურდა სასამართლოს კონტინგენტის შენარჩუნება, რომ მოსამართლეები დროზე ადრე არ გაეშვათ. მე ვიყავი ამის პრინციპული წინააღმდეგი. მურუსიძე პრობლემა გახდა მაშინ, როცა სასამართლოს რეალურ ლიდერად ჩამოყალიბდა“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.