ლევან მურუსიძე - ბრალდებები, რასაც მიყენებენ, არის თითიდან გამოწოვილი და აბსურდული
ლევან მურუსიძე - ბრალდებები, რასაც მიყენებენ, არის თითიდან გამოწოვილი და აბსურდული

გულწრფელად გეტყვით, ჩემი მოსამართლე წევრების იმედი ნამდვილად მქონდა, – ამის შესახებ უვადოდ გამწესებულმა მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ განაცხადა.

როგორც მურუსიძემ აღნიშნა, ბრალდებები, რომელიც მის წინააღმდეგ ისმის, სიმართლეს არ შეესაბამება.

„მინდოდა ეს ჩამეტარებინა ღიად, ტელევიზიების თანდასწრებით, რათა მომცემოდა საშუალება, ყველასთვის ამეხსნა, ის ბრალდებები, რასაც მიყენებენ, არის თითიდან გამოწოვილი და აბსურდული.

მინდა მომავალშიც უფრო დეტალებზე ვისაუბრო და ის ბრალდებები, რომელიც ჩემს წინააღმდეგ არის, აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს.

მიმაჩნია, რომ დღევანდელ გასაუბრებაზე ვიყავი დამაჯერებელი. ქალბატონი ნაზი და ანა საწინააღმდეგოს იტყვიან, მიკერძოებულებს არ შეეცვლებათ აზრი.

მინდოდა ადამიანები, რომლებიც არიან ნეიტრალურად განწყობილები და უნდათ სიმართლის გაგება, მათთვის მინდოდა, გამეგებინებინა, რომ ის ბრალდებები, რომლებიც ჩემს მიმართ არის, სიმართლეს არ შეესაბამება“,- განაცხადა მურუსიძემ.

ლევან მურუსიძის უვადო  მოსამართლედ განწესებას იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მხარი დაუჭირა.