ლევან მგალობლიშვილმა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ლაშა დოლბაძე წარადგინა
ლევან მგალობლიშვილმა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ლაშა დოლბაძე წარადგინა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ლაშა დოლბაძე უხელმძღვანელებს. ახლად დანიშნული მინისტრი თანამშრომლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან მგალობლიშვილმა წარუდგინა.

აღნიშნულ თანამდებობაზე ლაშა დოლბაძემ ლევან თევზაია შეცვალა. ლევან მგალობლიშვილმა ყოფილ მინისტრს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ახალი მინისტრი, თავის გუნდთან ერთად, ღირსეულად უპასუხებს ყველა გამოწვევას, რომელიც აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის წინაშე დგას.

ლაშა დოლბაძეს კერძო და საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის 2024 წლის სექტემბრიდან დღემდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.