ლევან მაჭავარიანი - „მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიში შემაშფოთებელია, არა მხოლოდ ამხელს რადიკალურ ოპოზიციას და მათ „ენჯეოებს“, არამედ გაიდლაინია, როგორ განვითარდეს მოვლენები არჩევნების შემდეგ
ლევან მაჭავარიანი - „მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიში შემაშფოთებელია, არა მხოლოდ ამხელს რადიკალურ ოპოზიციას და მათ „ენჯეოებს“, არამედ გაიდლაინია, როგორ განვითარდეს მოვლენები არჩევნების შემდეგ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, „მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიში, რომლიც მიხედვითაც, ქართული არასამთავრობოების ნაწილი ევროკავშირისგან უვიზო რეჟიმის შეჩერებას ითხოვს, შემაშფოთებელია.

მისი თქმით, ანგარიში მხოლოდ რადიკალურ ოპოზიციას და მათ „ენჯეოებს“ კი არ ამხილეს, არამედ გაიდლაინია, როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები არჩევნების შემდეგ.

„შემაშფოთებელი ანგარიშია, რადგან იქ საუბარი მხოლოდ იმაზე არ არის, რომ რადიკალური ოპოზიცია და მათი „ენჯეოები“ ამხილეს, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ითხოვენ, არამედ ეს არის გაიდლაინი, როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები არჩევნების შემდეგ. ისინი ხაზს უსვამენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები 2/3-ით მოიგოს და არჩევნების ლეგიტიმაცია ყველამ აღიაროს, ჩვენ რაღაც პროცესები უნდა გავაგრძელოთო. პირდაპირ მითითებებია, ეს ყველაფერი სამოქალაქო დაპირისპირებაში როგორ უნდა გადაიზარდოს. ეს ყოვლად ამორალური ანგარიშია. ეს ანგარიშიც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით არეულობის და აგენტურის მობრუნების გარდა არაფერი აინტერესებთ. ეს ქვეყნის სუვერენიტეტში პირდაპირი ჩარევაა ისევე, როგორც გაერო-ს წესდების დარღვევა“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, „მაკკეინის ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებულო ბოლო ანგარიშში აღნიშნულია: „ქართული ოცნება“ თუ გაიმარჯვებს დამკვირვებელთა დადასტურებით, მაშინ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწევს შემდგომი მონიტორინგი, განსაკუთრებით, მთავრობის რეაქციისა მოსალოდნელ პროტესტზე“.