ლევან კობიაშვილმა ფოთში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობა დაათვალიერა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ფოთში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობა დაათვალიერა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და უეფას დაფინანსებით ფოთის საფეხბურთო სკოლის ტერიტორიაზე ტექნიკური ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ადგილზე მოეწყობა ორი ხელოვნურსაფარიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მოედანი, ასევე, მოეწყობა 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა და ტექნიკური შენობა ფეხბურთელთა და მსაჯთა გასახდელებით. პროექტის ფარგლებში აშენდება მწვრთნელებისა და სამედიცინო ოთახები, ასევე საპირფარეშოები გულშემატკივართათვის, რომელიც ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.
მშენებლობა ივლისში დაიწყო და იგი 2020 წელს დასრულდება. სამუშაოებს სამშენებლო კომპანია „სფრინგ ქონსთრაქშენი“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება ოთხ მილიონ ლარს შეადგენს.