ლევან კობერიძე - როგორც ყოველთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უპასუხისმგებლობა გამოავლინა ქვეყნის მომავლის მიმართ, „ევროპული საქართველო“ უფრო ეშმაკურად მოიქცა
ლევან კობერიძე - როგორც ყოველთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უპასუხისმგებლობა გამოავლინა ქვეყნის მომავლის მიმართ, „ევროპული საქართველო“ უფრო ეშმაკურად მოიქცა

ვიდრე საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით არ იქნება მიღებული, „ქართული ოცნების“ მიმართ ვერანაირ ნდობას ვერ გამოვხატავ, – ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა, დეპუტატმა ლევან კობერიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ლევან კობერიძემ აღნიშნა, დამოუკიდებელი დეპუტატების როლი პარლამენტში არის განსაკუთრებული.

„ვიდრე მესამე მოსმენით არ იქნება მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები, ვერანაირ ნდობას ვერ გამოვხატავ „ქართული ოცნების“ მიმართ. უახლოესი წარსულის სამწუხარო მაგალითი გვაჩვენებს, რომ მათგან ბოლო მომენტში პოზიციების შეცვლა სჩვევიათ. საკონსტიტუციო ცვლილებები დღეს გავიდა, მაგრამ პოლიტიკური პროცესისთვის უმჯობესი იქნებოდა, რომ ფართო კონსენსუსით ყოფილიყო მიღებული. როგორც ყოველთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უპასუხისმგებლობა გამოავლინა ქვეყნის მომავლის მიმართ. „ევროპული საქართველო“ უფრო გონივრულად, ეშმაკურად მოიქცა, პირველ მოსმენაზე შემოვიდნენ, თავის პოზიცია დააფიქსირეს და მეორე მხრივ დაგვანახეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავისი პირობა საბოლოოდ არ შეასრულა იმ ფარულ გარიგებასთან მიმართებაში, რომლის მონაწილეც ჩვენ არ ვიყავით, მაგრამ ერთმანეთში ჰქონდათ. როცა ვხედავთ, რომ ისეთ პოლიტიკურ ძალებთან გვაქვს საქმე, რომელთაც ერთი მხრივ, პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე ნულზე აქვთ დაყვანილი და მეორე მხრივ, მმართველი პარტია მუდმივად სხვადასხვა ფორმით პოლიტიკური ოპონენტის ან მოსახლეობის „გადაგდებით“ არის დაკავებული, დამოუკიდებელი დეპუტატების როლი არის განსაკუთრებული. ჩვენი მტკიცე პოზიციით „ქართულ ოცნებას“ გასაქანს არ ვაძლევთ, რომ მათ რაიმე თემების ინსინუაციები მოახდინოს“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით, 115 ხმით მიიღო.