ლევან კობერიძე პარლამენტში ლუსტრაციის შესახებ კანონპროექტის ინიცირებას აპირებს
ლევან კობერიძე პარლამენტში ლუსტრაციის შესახებ კანონპროექტის ინიცირებას აპირებს

უმრავლესობის დეპუტატი, ლევან კობერიძე პარლამენტში ლუსტრაციის შესახებ კანონპროექტის ინიცირებას აპირებს. ამის შესახებ კობერიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ თავის გვერდზე წერს.

კობერიძე კოლეგებს მოუწოდებს, ინიციატივას შეუერთდნენ.

მისივე თქმით, აღნიშნული კანონი საჭიროა, რომ ქვეყანა საბჭოთა წარსულს საბოლოოდ დაემშვიდობოს და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას.

„ლუსტრაციის კანონი !!! სასწრაფოდ !!! იმისათვის, რომ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში საბოლოოდ დავემშვიდობოთ საბჭოთა წარსულს, იმისათვის რომ დაერქვას ყველაფერს თავისი სახელი, იმისათვის, რომ მომავალ თაობებმა შეძლონ უკეთესი საქართველოს შენება, იმისათვის რომ ქვეყანამ იაროს პროგრესის გზით, პარლამენტში ვაპირებ ინიცირება გავუკეთო კანონპროექტს ლუსტრაციის შესახებ. მივმართავ კოლეგა დეპუტატებს შემომიერთდნენ და ერთად გადავდგათ ეს ნაბიჯი“, – წერს დეპუტატი ლევან კობერიძე სოციალურ ქსელში.