ლევან კობერიძე პარლამენტიდან კანაფის წარმოება-კულტივაციაზე მომზადებული კანონპროექტის გაწვევას ითხოვს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე საკანონმდებლო ორგანოდან კანაფის წარმოება-კულტივაციასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის გაწვევას ითხოვს.
როგორც ჟურნალისტებს კობერიძემ განუცხადა, საარჩევნო პროცესმა ძალიან მკაფიოდ აჩვენა, რომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ბევრ საკითხზე ხელისუფლებას – არა უთხრა.
„სამწუხაროდ, ეს იმ ხმებში აისახა, რომელიც წინა არჩევნებთან შედარებით, გაცილებით ნაკლები იყო. არას ერთ-ერთი მიზეზი კანაფის კულტივირების კანონპროექტი იყო. უფლება არ გვაქვს, ადეკვატური არ ვიყოთ. კანონპროექტი პარლამენტიდან უნდა იყოს გაწვეული”, – განაცხადა კობერიძემ.
აღნიშნული კანონპროექტის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა, შესაბამისად, მისი პარლამენტიდან გაწვევის გადაწყვეტილება მთავრობამ უნდა მიიღოს.