ლევან კობერიძე - მგონი, მიხეილ სააკაშვილი უკვე გაორებულია, კონცენტრაცია უჭირს
ლევან კობერიძე - მგონი, მიხეილ სააკაშვილი უკვე გაორებულია, კონცენტრაცია უჭირს

ჩემთვის მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური წარსულის წარმომადგენელია, არ მგონია, რომ მისი განცხადებები პოლიტიკურ ველში აქტუალური იყოს, მით უმეტეს, წინასაარჩევნოდ, – ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა, ლევან კობერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე შეფასებით, მიხეილ სააკაშვილს კონცენტრაცია უჭირს, რადგან უკრაინის მოქალაქეა და განცხადებებს საქართველოს პოლიტიკასთან მიმართებაში აკეთებს.

„მგონი, ეს ადამიანი უკვე გაორებულია და კონცენტრაცია უჭირს, უკრაინაში იმყოფება, უკრაინის მოქალაქეა და განცხადებებს აკეთებს საქართველოს პოლიტიკასთან მიმართებაში. მესმის, რომ შეიძლება, თავის თავში ხედავდეს იმის ძალას, როგორც აცხადებს, რომ საქართველოში აუცილებლად ჩამოვა და ა.შ. მაგრამ ჩემთვის ის არის სამწუხაროდ პოლიტიკური წარსულის წარმომადგენელი. ამდენად, არ მგონია, რომ მისი განცხადებები პოლიტიკურ ველში აქტუალური იყოს, მით უმეტეს, წინასაარჩევნოდ“,- აღნიშნა კობერიძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოდან პრორუსული ხელისუფლების მოშორება უკრაინის ინტერესებშია.