ლევან კობერიძე გიორგი ქობულიას პარლამენტში მოსმენას ღია ფორმატში სთავაზობს
დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე ეკონომიკის ყოფილ მინისტრს გიორგი ქობულიას პარლამენტში მოსმენას ღია ფორმატში სთავაზობს.
როგორც ჟურნალისტებს კობერიძემ განუცხადა, დეპუტატებმა ყოფილ მინისტრს უნდა მოუსმინონ და მისი თანამდებობიდან წასვლის მიზეზებზე ინფორმაცია მიიღონ.
„ვინაიდან, კომიტეტს მისი მოსმენის სურვილი არ ჰქონდა, ქობულიას განსხვავებული ფორმატი, პარლამენტში ღია მოსმენა შევთავაზეთ. ოპოზიციამ კომიტეტის ფორმატში მინისტრის მოსმენის საკითხი დასვა, მაგრამ კომიტეტის თავმჯდომარემ სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო. თავმჯდომარის გადაწყვეტილება მოულოდენელი იყო”, – განაცხადა კობერიძემ.
პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის დღევანდელი სხდომა გადაიდო. მიზეზი კომიტეტის ფარგლებში ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას დაბარების საკითხი იყო. „ევროპულმა საქართველომ“ მოითხოვა, კენჭი ეყარათ გიორგი ქობულიას მოსმენის საკითხზე. რომან კაკულიამ საკითხი კენჭისყრაზე არ დააყენა და სხდომის გადადების გადაწყვეტილება მიიღო, მიზეზად ის დაასახელა, რომ სხდომას უმრავლესობის უმეტესობა არ ესწრებოდა.