ლევან კობერიძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მისი ფრაქცია მხარს დაუჭერს
ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერენ.
ლევან კობერიძის განცხადებით, მათი ფრაქცია შეასრულებს იმ ვალდებულებას, რაც ხელმოწერით დაადასტურა.
„შესაბამისად, საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩვენი ხმები გარანტირებული აქვს. რაც შეეხება იმ ძალებს, რომლებმაც პოლიტიკური ბანბიკტონის საგნად გახადეს ეს ყველაფერი, ვფიქრობ, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს თავისსავე დადებულ პირობას და ის ბოლომდე შეასრულოს. ზედმეტი ინსინუაციები იმასთან დაკავშირებით, რომ ერთმანეთის გადაბრალება მიდიოდეს, ვის დაბრალდება ამ კანონპორექტის შესაძლო ჩაგდება, ვფიქრობ, რომ უადგილოა“,- განაცხადა ლევან კობერიძემ.
კობერიძე მიიჩნევს, რომ თუ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ჩავარდება, იქნება როგორც „ქართული ოცნების“, ისე ოპოზიციის ნაწილის პასუხისმგებლობა.
„თუ კანონპროექტი არ გავა, ეს იქნება ორივეს პასუხისმგებლობა, რადგან ნათელია, რომ თუ „ქართულ ოცნებას“ არ უნდა, ეს კანონი ჩააგდოს, ჩვენი ხმები გარანტირებულია.
საკამარისი ხმები გროვდება იმისთვის, რომ ეს კანონი გავიდეს. ვფიქრობ, აქ უკვე ზედმეტია ამ თემაზე პოლიტიკური კინკლაობა. ეს გადაწყვეტილება ბოლომდე უნდა გავიდეს, რადგან სწორედ ქვეყნის და სტაბილურობის ინტერესია“,- განაცხადა ლევან კობერიძემ.