ლევან ხაბეიშვილმა აქციის მონაწილეებს მიმართა - „რუსული ოცნება“ მუდმივად ამბობს, ნახე, ცოტანი არიანო, ცოტანი კი არა, ყველაზე ვაჟკაცები, მაგრები, პატრიოტები, მებრძოლები ხართ
„რუსული ოცნება“ მუდმივად ამბობს, რომ ნახე, ცოტანი არიან, ცოტანი კი არა, ყველაზე ვაჟკაცები, მაგრები, მამაცები, პატრიოტები, მებრძოლები ხართ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა სენაკში, აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ხაბეიშვილის თქმით, საბოლოო ჯამში, ეს ბრძოლა შედეგს გამოიღებს.
„რუსული ოცნება“ მუდმივად ამბობს, რომ ნახე, ესენი ცოტანი არიან, იმას კი არ ამბობენ, რომ საქართველოს მოსახლეობის 80%-ს წარმოვადგენთ, რომელსაც უნდა ევროკავშირში და არ უნდა ამ ქვეყნის გარუსება, ემიგრაციაში გაქცევა, ვისაც არ უნდა გაჭირვება, საყდრისის აფეთქება, გელათის განადგურება, ჩვენი შვილების რუსული მომავალი. ამას კი არ ამბობენ. ისინი ამბობენ, რომ, აი, შეხედეთ, ისინი ცოტანი არიან. ცოტანი კი არა, ყველაზე ვაჟკაცები, მაგრები, მამაცები, პატრიოტები და მებრძოლები ხართ. საბოლოო ჯამში, ეს ბრძოლა გამოიღებს შედეგს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.