ლევან ხაბეიშვილის პასუხი კითხვაზე, რომ, შესაძლოა, ინგლისურის უცოდინრობის გამო გადააყენონ - შვიდი ენა რომ იცის, ის კაცი მძევლად ჰყავთ აყვანილი
ლევან ხაბეიშვილის პასუხი კითხვაზე, რომ, შესაძლოა, ინგლისურის უცოდინრობის გამო გადააყენონ - შვიდი ენა რომ იცის, ის კაცი მძევლად ჰყავთ აყვანილი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარეობიდან მის შესაძლო გადაყენებაზე გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს.

ხაბეიშვილის თქმით, აღნიშნულზე საუბარი სირცხვილია.

„სიგიჟეა, სირცხვილია. შვიდი ენა რომ იცის, ის კაცი მძევლად გყავთ აყვანილი“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ, შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობიდან ლევან ხაბეიშვილი გადააყენონ და ამის მიზეზად ინგლისურის არცოდნა სახელდება.