ლევან ხაბეიშვილი - ვრცელდება გაურკვეველი წარმომავლობის ჩანაწერი, რომელიც ერთმანეთში დაპირისპირების გაღვივებას ემსახურება, ჩვენ არ გვაინტერესებს მსგავსი ჩანაწერები, ნეგატივი და ცილისწამება
ლევან ხაბეიშვილი - ვრცელდება გაურკვეველი წარმომავლობის ჩანაწერი, რომელიც ერთმანეთში დაპირისპირების გაღვივებას ემსახურება, ჩვენ არ გვაინტერესებს მსგავსი ჩანაწერები, ნეგატივი და ცილისწამება

ვრცელდება გაურკვეველი წარმომავლობის ჩანაწერი, რომელიც რუსული ოცნების ხელწერაა და ერთმანეთში დაპირისპირების გაღვივებას ემსახურება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ჩემო მეგობრებო, კარგო ადამიანებო, მინდა, ჩემი უმორჩილესი თხოვნა გაგიზიაროთ. ვრცელდება გაურკვეველი წარმომავლობის ჩანაწერი, რომელიც არის რუსული ოცნების ხელწერა და ემსახურება ერთმანეთში დაპირისპირების გაღვივებას, დაყოფას, ცილისწამებასა და ბოღმას. მოგიწოდებთ, არავითარ შემთხვევაში არ გაავრცელოთ ეს ჩანაწერი და მეტიც… გთხოვთ, უბრალოდ, რეაგირების გარეშე დატოვოთ ეს სიბინძურე… ჩვენ არ გვაინტერესებს მსგავსი ჩანაწერები, ნეგატივი და ცილისწამება… ჩვენ გვაინტერესებს საქმე, ერთობა და რუსი ოლიგარქის დამარცხება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ“, – წერს ლევან ხაბეიშვილი „ფეისბუქზე“.

სოციალურ ქსელში აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის. როგორც ჩანაწერზეა მითითებული, ის 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ არის გაკეთებული. გავრცელებული ინფორმაციით, ჩანაწერში ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.