ლევან ხაბეიშვილი - თბილისში ვხსნით სააკაშვილის გათავისუფლების შტაბს, მოვუწოდებ მომხრეებს, რომლებიც ასიათასობით არიან, მობრძანდით, გახდით „რუსულ ოცნებაზე“ გამარჯვების თანამონაწილე
დედაქალაქში, ბროსეს ქუჩაზე დღეს ვხსნით მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბს, რომელიც პარალელურად იქნება თბილისის ცენტრალური ოფისი. ჩვენს მომხრეებს, რომლებიც ასიათასობით არიან დედაქალაქში, და ეს ყველა არჩევნებზე კარგად ჩანს ხოლმე, მოვუწოდებ, მობრძანდით ჩვენთან ოფისში, გაიარეთ რეგისტრაცია და გახდით თანამონაწილე „რუსულ ოცნებაზე“ გამარჯვების, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია „ნაციონალური მოძრაობა“ ძლიერი იყოს დედაქალაქში, მათ შორის სტრუქტურულად.
„დედაქალაქს ჰყავს მკვლელი, ფულზე დახამებული რუსეთუმე მერი, რომლის განცხადებებიც იდენტური არის სალავიოვის, სიმონიანის და ზახაროვასი, რომელმაც განაცხადა, რომ ვინც პუტინის წინააღმდეგ იქნება, თურმე სააკაშვილივით დაასრულებს, რაც დასტურია – პრეზიდენტი სააკაშვილი არის პუტინის ტყვე. როდესაც დედაქალაქში უამრავი პრობლემაა, სატრანსპორტო კოლაფსით დაწყებული, გაგრძელებული ურბანული ეკონომიკური კატასტროფით, როდესაც კალაძე გადასულია ფულის შოვნაზე და არ ერიდება რუსულ მოღალატეობრივ განცხადებებს, ამის პარალელურად მნიშვნელოვანია, „ნაციონალური მოძრაობა“ ძლიერი იყოს დედაქალაქში, მათ შორის სტრუქტურულად და ამიტომ დღეს ვხსნით დედაქალაქში მიხეილ სააკშვილის გათავისუფლების შტაბს ბროსეს ქუჩაზე, ნომერ 6-ში, რომელიც პარალელურად იქნება თბილისის ცენტრალური ოფისი და, შესაბამისად, ჩვენს მომხრეებს, რომლებიც ასიათასობით არიან დედაქალაქში, და ყველა ეს ყველა არჩევნებზე ჩანს ხოლმე, მოვუწოდებ, მობრძანდით ჩვენთან ოფისში, გაიარეთ რეგისტრაცია და გახდით თანამონაწილე „რუსულ ოცნებაზე“ გამარჯვებაში“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
მისი თქმით, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ირაკლი ნადირაძე უხელმძღვანელებს.
„იმისთვის, რომ პარტია თბილისში იყოს ძლიერი, შევქმენით სამუშაო ჯგუფი და ამ სამუშაო ჯგუფს უხელმძღვანელებს ირაკლი ნადირაძე, რომლის დავალება და ამოცანა იქნება, რომ სწრაფად მოახდინოს თბილისის „ნაციონალური მოძრაობის“ რეორგანიზაცია და გამართვა, რომ პარტია იყოს ძლიერი ისე, როგორც არასდროს. „ნაციონალური მოძრაობის“ ოფიციალურ გვერდზე დაიდება კონკრეტული აპლიკაცია, რის მეშვეობითაც თითოეულ თქვენგანს შეეძლება რეგისტრაციის გავლა. ყველას, ვინც ცხოვრობთ თბილისში და არ გინდათ რუსეთში ცხოვრება, ყველას, ვისაც გინდათ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, ყველას, ვისაც გინდათ, რომ მიიღოთ მონაწილეობა საქართველოს დერუსეთიზაციასა და დებიძინაზიციაში, გელოდებით ბროსეს ქუჩაზე, რომელ სამუშაო ჯგუფსაც ირაკლი ნადირაძე უხელმძღვანელებს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.