ლევან ხაბეიშვილი - სოფიო ხუნწარიამ და საბიბლიოთეკო გაერთიანების ხელმძღვანელმა ძაღლადაც არ ჩაგვაგდეს
თბილისის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია და საბლიოთეკო გაერთიანების ხელმძღვანელი ზურაბ წერეთელი არ მივიდნენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა განცხადებით, მათ ბიბლიოთეკების რეფორმასთან დაკავშირებით რამდენიმე შეკითხვა აქვთ, მაგალითად, დაიხურება თუ არა რომელიმე ბიბლიოთეკა და შემუშავებულია თუ არა მოდელი, როგორ გადამზადდებიან ბიბლიოთეკარები.
„მართალია, მერიაში ძაღლი სხდომებს ესწრება, მაგრამ ჩვენ ძაღლადაც არ ჩაგვაგდეს. მათ დაარღვიეს რეგლამენტი, რადგან ვალდებულები არიან, მოვიდნენ სხდომაზე. რადგან თავად არ მობრძანდნენ, ჩვენ მივალთ მერიაში. იქნებ იქ მაინც გაგვცენ პასუხი“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.