ლევან ხაბეიშვილი - სენსაცია, ბათუმში ენმ-ის წევრებმა გააკეთეს განცხადება, თურმე ჩემ უკან ლევან ვარშალომიძე დგას, აჭარაში ვარშალომიძე თუ არ გიჭერს მხარს, აბა, ვინ უნდა დაგიჭიროს
აჭარაში ლევან ვარშალომიძე თუ არ გიჭერს მხარს, აბა, ვინ უნდა დაგიჭიროს, – ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, სრულიად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ცვლილებების მოლოდინშია.
„სენსაცია ბათუმში: ენმ-ის წევრებმა გააკეთეს ჩემი „საწინააღმდეგო“ განცხადება, რომ ლევან ვარშალომიძე დგას თურმე ჩემ უკან და „მეტიც“, მხარს მიჭერს… „გაგიკვირდებათ“ და ძალიანაც მოხარული და ამაყი ვარ ლევან ვარშალომიძით და მისი მხარდაჭერით ენმ-ის არჩევნებში, აჭარაში ლევან ვარშალომიძე თუ არ გიჭერს მხარს, აბა, ვინ უნდა დაგიჭიროს?! საბოლოოდ ირკვევა, რომ სრულიად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ცვლილებების მოლოდინშია“, – წერს ხაბეიშვილი.
დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს და აღნიშნეს, რომ ლევან ხაბეიშვილის უკან, კულისებში დგანან ვანო მერაბიშვილი, დავით კეზერაშვილი, ლევან ვარშალომიძე.
„ნიკა მელიას მხარს უჭერს ბათუმის ორგანიზაცია, ახალგაზრდული გუნდი, ბათუმის საკრებულო, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ჩვენი წარმომადგენლები. აჭარის ორგანიზაციაში იქმნება ნიკა მელიას მხარდამჭერი შტაბი, რომელსაც მირდატ ქამადაძე უხელმძღვანელებს“, – აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი კირთაძემ.